კორონავირუსი
რა ვალდებულებების დაცვა მოუწევთ მშენებლებს
FaceBook

დღეიდან, სამშენებლო სექტორის წარმომადგნლებმა და ასევე სამშენებლო მასალის მწარმოებელი კომპანიებმა მუშაობა განაახლეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კომპანიებს მოუწევთ შეასრულონ ის რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი.

უწყებას შემუშავებული აქვს რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვისაც, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთა ვალდებულებია:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას

ადგილზე უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ჰიგიენის წესები, დაცული უნდ აიყოს სამუშაო ადგილზე

სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად

მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს

მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა)

სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი

სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას

საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები

გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას

დაიცავით უსაფრთხო დისტანცია

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.

გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან ნებადართულია ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

 

Print
თეგები: #მშენებლობა