ახალი ამბები
"წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები ბევრია" - გუბერნატორი
FaceBook
წყალტუბოს სათნოების სახლში ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ 180 ბენეფიციარის გამოკვლევა იწყება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოში ზომების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

"წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. სტანდარტის შესაბამისად, ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ვისი ყოფნაც საჭიროა თვითიზოლაციაშია, თუ საჭირო იქნება ვინმეს კარანტინში ან ცხელების ცენტრში გადაყვანა, მოგვიანებით გაცნობებთ. ყველა ადამიანი, ვინც იყო ამ ქალბატონთან კონტაქტში, არის პოტენციურად რისკის ქვეშ, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, ბევრია და მათზე მეთვალყურეობა გრძელდება", - განუცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟუნალისტებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ეს СOVID-19-ით ინფიცირების მეორე შემთხვევაა.
მანამდე კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს 27 აპრილს დაუდგინდა. ინფიცირებულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
Print