კორონავირუსი
„ხალხის ერთმა ნაწილმა თავი კეთროვნად მაგრძნობინა“ - კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულის ისტორია
FaceBook

მას არ გააჩნდა მოგზაურობის ისტორია

თამარ სახელაშვილი მსხვილი კომპანიის ერთ -ერთი მაღაზიის თანამშრომელი იყო -  მოლარე -ოპერატორი.

როგორც პანდემიის ეპოქამ აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი და სახიფათო პროფესიის წარმომადგენელი საშიში ვირუსების ერაში.

რისკები გააზრებული ჰქონდა, ამიტომ ყოველ დღე იზომავდა სიცხეს. ცდილობდა ყურადღება არ მოედუნებინა.

 

მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ზომები თითქოს დაცული იყო. თამარის და სხვა თანამშრომლების ჯანმრთელობას  ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებები და პირბადე იცავდა. მიუხედავად ამისა მის ორგანიზმში ვირუსმა მაინც შეაღწია.

ყველაფერი დაბალი სიცხით დაიწყო. 37- 37.4  და რამდენიმე დღეში გართულდა.

რადგან „ექსპერიმენტმა“  თამარის შემთხვევაში არ გაამართლა. მოუხსნეს ყველა წამალი. ბოლო ერთი კვირა არაფერს იღებდა. თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა - ეს იყო და ეს.

კვირის ბოლოს ორი ტესტის უარყოფითმა პასუხმა  მისი ავადმყოფიბის დასასრული და კორონაზე გამარჯვება შეატყობინა.

თამარი ისევ კარანტინშია. რეაბილიტაციას გადის და კორონასშემდგომი რეალობის გააზრებას ცვილობს.

მიუხედავად ავადმყოფობასთან დაკავშირებული დისკომფოტისა, ყველაზე დიდი პრობლემა, სტრესი და ტკივილი მაინც იქიდან მოვიდა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა.

ვირუსი გაცილეებით „შემწყნარებელ“ი და  „ლმობიერი“ აღმოჩნდა მის მიმართ, ვიდრე ამ დაავადების თანმდევი სხვა ფაქტორები.

კერძოდ, საზოგადოების ერთი ნაწილის  დამოკიდებულება. კორონაგადატანილი ადამიანისა და მისი ოჯახის მიმართ.

თამარი მიიჩნევს, რომ „კორონა არც ისეთი ცუდი რამ ყოფილა“, ავადმყოფობამ და კარანტინის პერიოდმა სხვაგვარად დაანახა, როგორც სხვა ადამიანები, ისე საკუთარი თავი.

„ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა, რომ არა ეს დაავადება ამაზე არ ვიფიქრებდი და ვერ მივხვდებოდი. მან ნიღაბი ჩამოხსნა ბევრს, გავერკვიე საკუთარ თავშიც, ამ ისტორიამ მომცა ახალი  ძვირფასი გამოცდილება“.

თამარი მიმართავს მათ, ვინც ახლახან შეიტყო რომ კოვიდ დადებითია.

„არ ინერვიულოთ. აბსოლუტურად საშიში არაფერია. ძალიან მშვიდად იფიქრეთ რატომ ხდება ეს თქვენს ცხოვრებაში, რა „მისია“ აქვს კორონას. იქნებ თქვენც აღმოაჩინოთ რაიმე სიახლეები“.

თამუნა იხსენებს, მათ ვისგანაც მხარდაჭერა ჰქონდა მეგობრებს, ახლობლებს და მის კომპანიასაც, რომელმაც იგრძნო პასუხისმგებლობა მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინა და ფინანსური კომპენსაციაც აუნაზღაურა მის თანამშრომელს.

კორონა სხვა ფორმითაც აღმოჩნდა„ლმობიერი“. ვირუსი არ გადასდებია ოჯახის არც ერთ წევრს, არც თანამშრომლებს და არც მასთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს.

თუმცა ბევრ ნაცნობში ვირუსი სხვაგვარად „გამოვლინდა“ - დაავადებულის მიმართ აგრესიის და მიუღებლობის ფორმით.

თამარი სწორედ მათ მიმართავს.

„ყველას ღვთიურობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ უბრალოდ ადამიანურები იყავით, რაღაც მორალურ პრინციპებს ნუ გადაუვლით, როდესაც გაიგებთ, რომ ვიღაცას თქვენს სანაცნობოში კორონა დაუდგინდა .კორონასგან გამოჯანმრთელებულის და კარანტინგამოვლილი ოჯახის წევრებს ნუ აუკრძალავთ მაღაზიაში შესვლას“.

Print