კორონავირუსი
იმერეთში მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
FaceBook
იმერეთის რეგიონში,  მეორე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
ქუთაისის ლაბორატორიამ გასული 24 საათის განმავლობაში 187 ბიოლოგიური ნიმუში მიიღი და შეამოწმა, ყველა მათგანი კოვიდ-19-ზე უარყოფითი იყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ლაბორატორიამ იმერეთსა და რაჭიში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან  მიღებული ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა, გიორგიძის ინფორმაციით, მიღებული ნიმუშებიდან 18 მედ-პერსონალს ეკუთნოდა.

გამოკვლეული 187 ბიოლოგიური ნიმუშებს შორის, იყო წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტები.


გოჩა გიორგაძის თქმით, დღეიდან დაიწება საკარანტინე სივრცის პერსონალის გამოკვლევა , ორი დღით ადრე ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ პირს, ვინც საკარანტინე სივრცეს დატოვებს.

იმერეთის ხუთ საკარანტინე სივრცეში 499 ადამიანია მოთავსებული
Print