კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, დღეს სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ კოვიდ-19-ზე და პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს. მისივე განმარტებით, კლინიკას ჰყავს ერთი საეჭვო პაციენტი, რომელმაც საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. მამაკაცს ტემპერატურა აღენიშნება.მას ბიოლოგიურ ნიმუშს დღეს აუღებენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ჯამში 22 გამოჯამრთელებული ჰყავს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი სამი დღეა, ცხელებით, პაციენტი არ მიუღიათ, კლინიკას არც კოვიდ დადებითი პაციენტები ჰყავს.

საჩხერის სამედიცინო ცენტს 7 გამოჯამრთელებული პაციენტი ჰყავს.

Print
თეგები: #ინფექციური