კორონავირუსი
საქართველოში დაბრუნებული 8954 მოქალაქე და დაგეგმილი ახალი რეისები
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო, საზღაო და სახმელეთო გზით ბოლო მონაცემებით,  საქართველოში  8,954 მოქალაქე დააბრუნეს. 

50 მეტი ქვეყნიდან, ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან,  პოლონეთიდან და სომხეთიდან დაბრუნდა.  

ადგილზე კი  დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,627 მოქალაქეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დახმარების გაწევა გულისხმობს იმას, რომ  მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ს გავრცელების ფონზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებს 24/7 რეჟიმში ეხმარებიან  საკვებით, განთავსებით, მედიკამენტებით, ტრანსპორტით, საცხოვრებლით, ასევე საჭირო რეკომენდაციებით, ონ-ლაინ სამედიცინო კონსულტაციებით, გადაუდებელი მომსახურებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკას.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.


სამინისტროს ინფორმაციითვე, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი - პრაღა-ბათუმი 5 მაისი - ათენი-თბილისი 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი 9 მაისი - ბერლინი-თბილისი


Print