კორონავირუსი
წყალტუბოს ე.წ. კლასტერიდან ქუთაისის ახალ ინფექციურში ერთი პაციენტი მოათავსეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში  დღეს წყალტუბოს ე.წ. კლასტერიდან 68 წლის მამაკაცი მოათავსეს.

ინფექციურში ამ დროისათვის COVID-19-თ ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ექიმის ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს და ჯამში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის 539 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში 5 256 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548.

    Print