კორონავირუსი
"კორონავირუსი-მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა" - ქუთაისელი დეპუტატი
FaceBook
მაშინ როდესაც მსოფლიო თითქმის სამი თვეა კორონავირუსს ებრძვის და თვითგადარჩენაზე საუბრობენ, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ვირუსს დადებით შეფასებას აძლევს.

"მიუხედავად უამრავი სამწუხარო ტრაგედიებისა, რაც შეუფასებელია, კორონავირუსი - მსოფლიო მასშტაბის პოზიტიური მოვლენაა! ",- წერს თავის ფეისბუქგვერდზე ალეკო ახალაძე.

”ეს პანდემია მსოფლიოში შეიძლება ცუდი სიტუაციების დალაგების სათავე გახდეს და გარკვეული დროის შემდეგ შეფასდეს როგორც პოზიტიური მოვლენა. მაგალითად, დადებითად უკვე შეიძლება შეფასდეს ის, რომ მსოფლიო ომები შეაჩერა. ჩემთვის ომში ბავშვის ძალით მოკვლა უფრო დიდი ტრაგედიაა, ვდრე კორონავირუსის პანდემია", - ასე განმარტავს თავის პოსტს ჩვენთან საუბარში ალეკო ახალაძე.

კოვიდ ინფექცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად მარტში გამოაცხადა, რომელსაც უკვე მსოფლიო მასშტაბით 212 546 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირდა 3, 085, 128.

უკვე სამი თვეა გაჩერებულია საჰარეო, სახმელეთო და სატრანსპორტო მიმოსვლა, ეს კი სპეციალისტების შეფასებებით მსოფლიო მასშტაბით, შესაძლოა, ეკონომიკური კრიზის გამომწვევი იყოს.

კორონავირუსმა საქართველოში ათასობით თვითდასაქმებული სამსახურის იგივე შემოსვლის გარეშე დატოვა.

Print