კორონავირუსი
წყალტუბოში, ინფიცირებული საჯარო მოხელის ოჯახის წევრები და თანამშროლები კარანტინში გადაიყვანეს
FaceBook

წყალტუბოს მერიის დაუსფთავების სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლის უახლოესი გარემოცვა კარანტინშია გადაყვანილი.



სავალდებულო იზოლაციის პირობებში იმყოფებიან კორონავირუსით დაინფიცირებულის ოჯახის წევრები და თანამშრომლები, სულ 10 პირი. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება, ანალიზის პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.


იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ქალაქში საგანგებო ზომების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

"დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის. როგორც იცით, სიტუაცია საათობრივად იცვლება და თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - განაცხადა გუბერნატორმა.

კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს 27 აპრილს დაუდგინდა. ინფიცირებულის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

Print