კორონავირუსი
ვანში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა
FaceBook
ვანში შესასვლე-გამოსასვლელში განთავსებული ორი ბლოკ-პოსტი მოიხსნა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოსა ეპიდემიოლოგების რჩევით მიიღეს.

"ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება. საფრთხე შეიძლება ითქვს, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები, ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტების გამო ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში გამკაცრდა.




Print