კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს
FaceBook

ქუთაისის ახალ  ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.


კლინიკას ამ დროისთვის 19  გამოჯამრთელებული პირი ჰყავს, მათგან ორი დღეს დატოვებს კლინიკას.

კლინიკაში 20 პაციენტი აგრძელებს მკურნალობის კურსს, მათ შორის ორი ბავშვია.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, კლინიკაში ცხელების ცენტრიდან კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ ღამით შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საშუალო ასაკის მამაკაცს ცხელება ერთ-ერთ საკონტროლ- გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგის დროს დაუდგინეს.

ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ამ დროისთვის ინფიცირებულთან კონტაქტის ძიება მიმდინარეობს.

 

Print