კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.


გარდაცვლილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი 83 წლის იყო. 

"პაციენტი იყო ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სახის ნაკლოვანება გამოიხატა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. რეანიმაციული ღონისძიება აღმოჩნდა უშედეგო", - განაცხადა ლევან რატიანმა

ის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეექვსე პაციენტია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 485 შემთხვევაა, აქედან 139 გამოჯამრთელებულია, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 4 928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522 პირი.


 

Print