კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურში 23 პაციენტი რჩება
FaceBook
კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მათგან ერთი ინფიცირებულის გაწერა დღეს იგეგმება. ჯამში ქუთაისის ინფექციურიდან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 456 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 132 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 5. 

კარანტინის რეჟიმში 4 949 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555.

Print