საზოგადოება
იცავენ თუ არა პანდემიის რისკის შემცირებისთვის საჭირო წესებს ქუთაისში (ფოტო)
FaceBook

გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ქუთაისში ავტომობილები  ველოსიპედებმა ჩაანაცვლა.

 

შინ ყოფნის პირობებში დაღლილი მოსახლეობა ალტერნატიული ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ველოსიპედით მგზავრობისას მეტნაკლებად იზოლირებული ხარ. არ გიწევს ადამიანებთან ახლო კონტაქტი და ვირუსის გადაცემის შანსებიც დაბალია.

შესაბამისად, კარანტინის პირობებში ველოსიპედებით, მოპედით და მოტოციკლით მოძრაობას  მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულება არ კრძალავს.  არც ინფექციონისტები გვიშლიან სუფთა ჰაერზე სეირნობას. თუმცა მათი რეკომენდაცია პანდემიის აცილებისთვის საჭირო ზომების დაცვაა.  მათ შორის კი უპირველესი სოციალური დისტანცია.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კორონასგან თავის დასაცავად ველოსიპედი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია, რადგან ჰაერზე დაავადების გადადების შანსი იკლებს. თუმცა, ხალხისგან დისტანციის დაცვა და მაქსიმალურად მარტო გადაადგილება ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სპეციალისტების მიერ, ათასჯერ გამეორებული თხოვნისა, თუ მოთხოვნის მიუხედავად,  ქუჩაში ველოსიპედით, თუ ქვეითად მავალი ადამიანების ნაწილი პანდემიის დამარცხებისთვის  დაწესებულ შეზღუდვებს არ იცავს. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სასეირნოდ გამოსული მოქალაქეები (მათ შორის მცირეწლოვნები) ერთ სკამზე ერთად სხედან. ძირითადად სადეზინფექციო საშუალების, ხელთათმანებისა და ყოველგვარი დისტანცირების  გარეშე. 

ხალხმრავალი რიგი მაღაზიასთან


საავტომობოლი გზაზე მოსეირნე ველოსიპედისტები

დისტანცია გვერდიგვერდ 




,,ბირჟა" ბაღში

Print