ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ექვსეტაპიანი გეგმა წარადგინა
FaceBook

საქართველოს პრემიერ–მინისრტმა გიორგი გახარიამ,  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაზე ისაუბრა.

პრემიერმა ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის  ექვსეტაპიანი გეგმა წარადგინა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოიხსნება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, დაშვებული იქნება ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქცონირება.

რეგულაციების მოხნის მეორე ეტაპზე, რაც პრემიერის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება, დასაშვები იქნება მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, მათ შორის სამშენებლო მასალების წარმოება. ორ კვირაში სრულად გაიხსნება ავტო–სამრეცხაოები და ავტო–სერვისები, ასევე, კომპიუტერებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი. ასევე  ორ კვირაში, ფუნქციონირებას დაიწყებს სარეკრეაციო ზონებიც.  ეკონომიკის აღდგენის მესამე ეტაპი გულისხმობს ყველა ტიპის ღია ბაზრობების, საცალო და საბითუმო მაღაზიების, ასევე,


სხვადასხვა  წარმოების გახსნას. სამთავრობო გეგმის მიხედვით, მეოთხე ეტაპზე იქნება შესაძლებელი სავაჭრო მოლების, ღია ტიპის კაფეების, რესტორნებისა და სხვა კვების ობიექტების გახსნა, ასევე, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ სილამაზის სალონები და ესტეთიკური მედიცინის ცენტრები. მხოლოდ მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრობები. ბოლო, მეექვსე ეტაპზე გეგმავს მთავრობა მუშაობის უფლება მისცეს სასტუმროებს, აზარტულ, გასართობ და სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ასევე,  საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

პრემიერმა მოკლე განმარტება გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე და განაცხადა, რომ ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე მიბმა არაგონივრული იქნება,  რადგან ეს საკითხი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდეიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის შეძლებენ მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, უცნობია.

Print