კორონავირუსი
ქუთაისის ლაბორატორიამ 218 ტესტი შეამოწმა კორონავირუსზე
FaceBook
ქუთაისის ლაბორატორიამ 218 კორონავირუსზე საეჭვო ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა.
დააავდებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

'' ორი დადებითი შედეგი აჩვენა ანტისხეულებზე კვლევამ, ორივე პირი სოფელ ღვანკითის მკვიდრია''-, განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ე.წ ღვანკითის კლასტერით 12 პირია ინფიცირებული.

ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პირი მკურნალობს, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი 1 ადამიანია მოთავსებული.
Print