კორონავირუსი
თერჯოლაში ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ ორ პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს
FaceBook

თერჯოლის სოფელ ღვანკითში, ორი პირის ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მათ კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ.

იმერეთის მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ანალიზის პასუხები გვიან ღამით გახდა ცნობილი.  მისივე თქმით, სოფელში მოსახლეობის თერმოსკრინინგი  გრძელდება.

"ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული",– განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

თერჯოლის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ადგილობრივებს ეკრძალებათ სოფელში შესვლა–გამოსვლა. სოფელ ღვანკითში  2 438 ადამიანი ცხოვრობს.

Print