კორონავირუსი
თერჯოლაში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

ადგილზე მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.

როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმისნიტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

მათივე თქმით, რამდენიმე საათში სოფელში დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩავა და მასობრივი თერმონსკრინგი დაიწყება.

ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობილის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.

ქუთაისის ახალ ინფექციურში თერჯოლის სოფელ ღვანკითიდან ჯამში 7 ადამიანი იყო მოთავსებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და ამჟამად კლინიკაში თერჯოლის ე.წ. კლასტერიდან მკურნალობას 6 პაციენტი განაგრძობს.
Print