კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურში COVID-19-თ ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს.

სამივე ე.წ თერჯოლის კლასტერიდან არიან და ისინი კლინიკაში მოთავსებამდე კარანტინში იმყოფებოდნენ. 

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ქუთაისის ახალ ინფექციურში ამ ეტაპისთვის კორონავირუსით დაინფიცირებული 23 ადამიანი მკურნალობს, ჯამში გამოჯანმრთელდა - 9. 


ქვეყანაში COVID-19 დადასტურებული შემთხვევა 22 აპრილის მონაცემებით 411-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 98, გარდაიცვალა - 4. 

კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579.


Print