კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.


ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე  stop.gov.ge-ზე არის განთავსებული.

გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია, ის მართვით სუნთქვაზე იყო და მიოკარდიუმის ინფაქტი ჰქონდა გადატანილი ,გარდაცვლილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გადიოდა მკურნალობს კურსს, ის მარნეული-ბოლნისის კლასტერს მიეკუთნებოდა. 

კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573 პირი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 411 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

Print