საქართველოში კორონავირუსით
გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე  stop.gov.ge-ზე არის განთავსებული.
გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია, ის მართვით სუნთქვაზე იყო და
მიოკარდიუმის ინფაქტი ჰქონდა გადატანილი ,გარდაცვლილი პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გადიოდა მკურნალობს
კურსს, ის მარნეული-ბოლნისის კლასტერს მიეკუთნებოდა. 
კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 573 პირი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 411 შემთხვევაა
დაფიქსირებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
 
			 
			
მასალის გამოყენების პირობები