კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 411-მდე გაიზარდა
FaceBook
COVID-19 დადასტურებული შემთხვევა 22 აპრილის მონაცემებით 411-ა.

მათ შორის გამოჯანმრთელდა - 98, გარდაიცვალა - 4. 

კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579. 

რაც შეეხება იმერეთს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ ჰყავთ. ამჟამად კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 23 ადამიანი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა - 6 და ელოდებიან რომ სამ პაციენტს უახლოეს დღეებში გაწერენ.
Print