ახალი ამბები
მარტში, კომუნალური გადასახადების შეღავათზე უარი 3534–მა აბონენტმა თქვა
FaceBook

კომუნალური გადასახადების დაფარვის შესახებ,  მთავრობის შეთავაზებაზე უარი 3534–მა აბონენტმა თქვა.

მათ მარტის თვის ხარჯები თავად აანაზღაურეს. რაც შეეხება მომდევნო თვეებს,  კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება სემეკის ოფიციალურ გვერდზე კვლავ შესაძლებელია. 


იმ შემთხვევაში თუ აბონენეტს სურს, რომ აპრილის თვის  კომუნალური გადასახადიც თავად დაფაროს, ელექტრონული განაცხადი 11 მაისამდე უნდა გააკეთოს. იგივე პრინციპი იმოქმედებს მაისის თვეშიც.

 

კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობამ  მარტის, აპრილისა და მაისის თვეში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო, სამი თვის განმავლობაში კომუნალურ ხარჯებს იმ აბონენტებს აუნაზღაურებს, რომელთა თვიური ხარჯი ბუნებრივი აირის შემთხვევაში 200 კუბურ მეტს და ელექტროენერგიის შემთხვევაში 200 კვტ.საათს არ აღემატება.

Print