კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცენტრმა ლუგარის ლაბორატორიიდან 11 პირის ანალიზის პასუხი მიიღო
FaceBook
ქუთაისის ცხელების ცენტმა ლუგარის ლაბორატორიიდან 11 პირის ანალიზის პასუხი მიიღეს, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ქუთაისის ცხელების ცენტრის დირექტორის თქმით, კლინიკაში 7 პაციენტია კორონავირუსის სიპტომებით შესული, ყველა მათგანს ბიოლოგიურ ნიმუშს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაგზავნიან.

ქუთაისის ლაბორატორიამ 24 საათის განმავლობაში 84 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა, მათ შორის კვლევა ჩაუტარდე 50-მდე მედპერსონალს.

იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ყველა მათგანის ანალიზმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, გეგმიურად მოწმდება ყველა ის პირი ვისაც ინფიცირებულ პაციენტთან აქვს შეხება.

ამ დროსითვის იმერეთის 5 საკარანტინე სივრცეში 468 მოქალაქე იმყოფება.
Print