კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურში COVID-19-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი კარანტინიდან მოხვდა.

მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ჯამში ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 ადამიანი მკურნალობს. 

გამოჯანმრთელდა ხუთი. 

ქვეყანაში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 4. 
კარანტინის რეჟიმში 4 816 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.
Print