კორონავირუსი
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადყოფოდან დღეს კიდევ სამი პაციენტი, ორი შუახნის და ერთი ბავშვი გაწერეს.

ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტებს ანალიზებზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ. ისინი ფარცხანაყანევის კლასტერიდან იყვნენ.

"უარყოფითია განმეორებითი პასუხიც, რაც ნიშნავს იმას რომ კოვიდისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ", - ამბობენ კლინიკაში.

ქუთაისის ახალი ინფექციურიდან ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებული ხუთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ამჟამად კლინიკაში COVID-19-ით ინფიცრებული 23 ადამიანი რჩება.


ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროისათვის 399-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 93, გარდაიცვალა - 4.

კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.
Print