ახალი ამბები
ქუთაისში წელს ორმაისობას არ აღნიშნავენ
FaceBook
ქუთაისში ორმაისობა, იგივე გვირილობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ აღინიშნება.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ჯერჯერობით ბიუჯეტში ცვლილება შესული არ არის, თუმცა ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დღესასწაულისთვის განკუთვნილ თანხას საჭიროებისამებრ მოიხმარს. 

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად გვირილობის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.


ამავე თემაზე:

შეამოწმე რა იცი "გვირილობის" აღნიშვნის შესახებ

"გვირილობა" 2019 (ვიდეო)

Print