ახალი ამბები
ქუთაისის სასაფლაოებთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული
FaceBook
ქუთაისში, სასაფლაოებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პირებიც, რომლებიც მოსახლეობას შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამის მიუხედავად, სასაფლაოზე რამდენიმე ადამიანი მაინც მივიდა,თუმცა, ისინი სამართალდამცველებმა უკან გააბრუნეს.

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 25 მაისის ჩათვლით დაკეტილია სასაფლაოებიც.
Print