კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა, ის ბათუმში კლინიკა ''მედალფაში'' მკურნალობდა.
''მედალფას'' დირექტორის თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

''მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვრჩინა. ის ქობულეთის კლასტერიდან იყო. 70 წლის ზევით ასაკისაა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი", - განაცხადა ლევან ანთიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 388 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86 გამოჯამრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4901, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 546.

Print