კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 26 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.


ერთი მამაკაცი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, 12 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი არასრულწლოვანიც მკურნალობს. კლინიკაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათი ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  385–მდე გაიზარდა. მათგან 84  გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პაციენტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.
Print