კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ერთი პირი შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ''კოვიდ 19''-ის დიაგნოზით წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან ერთი პირი შეიყვანეს.
ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით გადაიყვანეს კლინიკაში.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს, აქედან სამი არასრულწლოვანია, 8 პაციენტს კი პნევმონია აღენიშნება, სამ პაციენტს ჩაუტარებენ გამოჯამრთელებასთან დაკავშირებ საკონტროლო ტესტს.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ერთი არასრულწლოვანის პასუხს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან, მოზარდის დედა აქვს დადასტურებული კორონავირუსი და ამავე კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.
Print