კორონავირუსი
ქუთაისში სადეზინფექციო მობილური სადგური განთავსდა (R)
FaceBook
ქუთაისში გახსნილ სადეზინფექციო მობილურ სადგურში მოსახლეობას სრული, მათ შორის, ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის, დეზინფექცია შეეძლება.

შპს სადეზინფექციო სამსახურში განმარტავენ, რომ ტანის და ტანსაცმლის დეზინფექციას მხოლოდ 9-10 წამი სჭირდება, დეზინფექციიდან 90 წამის შემდეგ კვდება ბაქტერიებისა და ვირუსის 90%-ზე მეტი. სადეზინფექციო სამსახურის მენეჯერის, ელზა ბერძულის თქმით, ხსნარი ნეიტრალური ანოლიტისგან შედგება და რომ ის ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხოა.

სისტემა შექმნილია მოდულის სახით, ასე რომ მისი მარტივად მოხსნა და ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
სადეზინფექციო პროცედურები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სახესა და თმაზე კეთდება,

სადგური საქართველოში იმერეთის რეგიონში პირველად გაიხსნა. 

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, რომელმაც საქართველოში მსგავსი მობილური სადგურების მასობრივი გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროექტის იდეის ავტორები არიან ირაკლი თაბაგარი და დავით ტოროტაძე.

სადეზინფექციო სადგური ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზეა განთავსებული, სადაც მოქალაქეებს დეზინფექციის ჩატარება უფასოდ შეეძლებათ. სადეზინფექციო სამსახურში განმარტავენ, რომ ყოველდღიურად 1 000-მდე ადამიანის მომსახურება შეუძლიათ.

მობილური სადეზინფექციო სადგური სასურველია განთავსდეს ხალხმრავალ ადგილებში, მეტროებთან, სამედიცინო დაწესებულებებში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საშიში პათოგენების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, განსაკუთრებით COVID-19 ეპიდემიის ვითარებაში.

სისტემა შექმნილია ნეიტრალური ანოლითის გამოყენების პრინციპის საფუძველზე, ნისლის ფორმით, მთელ სხეულზე ასხურებს, რომ სხეულის დეზინფექცია სწრაფად მოახდინოს.

სადეზინფექციო სადგურში მითითებულია ინსტრუქციები COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.
ბაქტერიების 90%-ზე მეტი, ვირუსები სხეულის ზედაპირზე, ტანსაცმელზე მთლიანად ქრება სადეზინფექციო სადგურის მოხმარების შემდგომ.
სადეზინფექციო პროცედურები კეთდება ტანსაცმელზე, ფეხსამელზე, სახეზე, თმაზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ბაქტერიების არსებობა ადამიანზე.

პროექტის განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც გამოხატავენ სურვილს რომ განათავსონ სადეზინფექციო მობილური სადგური ნებისმიერ ადგილას, დაგვიკავშირდით: 571051017
Print