კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
FaceBook

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გუშინ ქუთაისის ლაბორატორიამ 71 საეჭვო ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა.

'' გამოკვლეულ ანალიზებს შორის იყო ნიმუშები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინო ზონებიდან, ტესტმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა''-, განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 24 კორონავირუსით ინფიცირებული პირი კურნალობს, კლინიკა ერთმა გამოჯამრთელებულმა პირა დატოვა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 1 კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს, კლინიკა 5 გამოჯამრთელებულმა პირმა დატოვა.

ქუთაისის ცხელების ცენტრს 24 საათის განმავლობაში 30-მა პირმა მიმართა, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით,მათგან ოთხ პირს შესაბამის ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ლუგარის ლაბორატორიიდან 18 პირის ანალიზის პასუხი უკვე მიიღეს და ყველა უარყოფითია კორონავირუსზე.

 

Print