პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად
საცობი იყო დღეს ქუთაისში.
წინასააღდგომოდ, ნიკეას ბაზრიდან მომავალმა ავტომანქანებმა ნიკეას
ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა.
ნიკეას ბაზარზე, დილიდან ხალხმრავლობაა, სადაც, ძირითადად, საბითუმო
ვაჭრობა მიმდინარეობს.
კორონავირუსის
გავრცელების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო
მდგომარეობაა გამოცხადებული. 15 აპრილის 21 საათიდან კი ოთხ დიდ
ქალაქში: ქუთაისში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა
იკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები