კორონავირუსი
ჭიათურაში ინფიცირებული მამაკაცის დედას COVID-19 არ დაუდასტურდა
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 5 საეჭვო პირს '' კოვიდ 19'' არ დაუდასტურდა.

მათ შორის ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ითხვისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცის დედას.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი თბილისიდან ჩასულ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, ის თბილისში გადის მკურნალობას.

ითხვისში მცხოვრები 15 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტში ერთი ადამიანი მკურნალობს, ხოლო სამედიცინო ცენტრი ჯამში ხუთმა გამოჯამრთელებულმა პირმა დატოვა, მათ შორის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტმა.

ქუთაისის ახალ ინფექციურში ამ დროისათვის 23 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია, კლინიკა ერთა გამოჯამრთელებულმა დატოვა.

ქუთაისის ცხელების ცენტრს 24 საათის განმავლობაში ჯამში 23 ადამიანმა მიმართა, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით 5 მათგან ბიოლოგიურ ნიმუშს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 306 შეთხვევაა, გამოჯამრთელდა 69 პირი, გარდაიცვალა - 3.

კარანტინის რეჯიმში 4 990 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალურეობის ქვეშ - 462.

Print