კორონავირუსი
საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება
FaceBook

პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 10 მაისამდე გაგრძელდება.


პრემიერმა  მკაცრი წესების გახანგრძლივების გადაწყვეტილება  ბოლო 24 საათის მონაცემებს დაუკავშირა, როცა ქვეყანაში ერთ დღე–ღამეში კოორნავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი –30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს შიდა გადაცემის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე მიუთითებს.

პრემიერმა შეზღუდვების
ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობა მაისის შუა რიცხვებიდან ივარაუდა.

"თუ ჩვენ არ შევასრულებთ ამ მოთხოვნებს მკაცრად, შესაძლოა, ეს მდგომარეობა გადავადდეს რამდენიმე თვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 30 მარტიდან კი ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

Print