კორონავირუსი
საქართველოს ოთხ ქალაქში ყველა სახის მოძრაობა აიკრძალება
FaceBook

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 


"ხვალ, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, შიდა მოძრაობა აკრძალული არაა, თუმცა ქალაქებში შესვლა და გამოსვლა იქნება აკრძალული.

მისი თქმით, ქვეყანაში პირველი შემთხვევაა როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდიანრეობს 500 ადამიანზე.

 

Print