კორონავირუსი
ჭიათურაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook

ჭიათურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.


სოფელ ითხვისში ახალგაზრდა მამაკაცს  "კოვიდ 19" დაუდგინდა.

ინფიცირებული მამაკაცი თბილისში ცხოვრობს და 6 აპრილს ითხვისში მშობლებთან ერთად, ერთი დღით ჩამოვიდა, ვირუსის სიმპტომები მას დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა.

ინფიცირებული მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ინფიცირებულის დედას ბიოლოგიური ნიმუში უკვე აუღეს და მის პასუხს ელოდებიან, მამა კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი კორონავირუსით ინფიცირებული პირი მკურნალობს.

ქუთაისის ახალ ინფექციურში კი 20 პირი, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სამი ბავშვია, 13 მათგანს აღენიშნება პნევმონია, სამ პაციენტის დგომარეობა კი მძიმეა.

 

Print