კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის ცხელების ცენტრში მიღებული შვიდი ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია,
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ცხელების ცენტრს 22 პაციენტმა მიმართა, მათგან ხუთ პირს ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და გაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ქუთაისის ახალ ინფექციურში მოტავსებულ 5 პაციენტს, კლინიკაში ა დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტია მოთავსებული, მათგან ორი არასრულწლოვანია.
კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 13 პნევმონია აქვს, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

ქუთაისის ახალ ინფექციური საავადმყოფოში გვიან ღამით ერთი პირი შეიყვანეს კარანტინიდან, მისი პასუხი კორონავირუსის ტესტზე დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

საქათველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 68 გამოჯამრთელდა, სამი კი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 458 პირი. 








Print