კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცენტრს დღის განმავლობაში 19 ადამიანმა მიმართა
FaceBook
დღეს, ქუთაისის ცხელების ცენტრს 19 ადამიანმა მიმართა.

ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის თქმით, ცხელების ცენტრის ფუნქციონირების დაწყების დღიდან, პირველი აპრილიდან დღემდე სამედიცინო დაწესებულებას 250-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

ცხელების ცენტრში მისვლა შეუძლია ყველა პაციენტს, ვისაც აქვს ტემპერატურა ან რესპირატორული დაავადების სხვა ნიშნები.

ცენტრში მისული პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ, პირდაპირ კლინიკაში გადაჰყავთ. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი მათი ახალ ინფექცურ საავადმყოფოში გადაყვანა ხდება, რომელიც COVID-19 ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის კორონავირუსით დიაგნოზით 20 ადამიანი მკურნალობს.

ჯამში საქართველოში კორონავირუსით 272 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 3.
Print