კორონავირუსი
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრს კიდევ ერთი გამოჯამრთელებული პაციენტი დატოვებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, გამოჯამრთელებულ პაციენტთან ორიჯერადი კვლევის შედეგად ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

გამოჯამრთელებული პაციენტი ამავე კლინიკის ინფექციონისტი და საჩხერის მერის ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლეა, ის კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.


პაციენტი მეექვსე გამოჯამრთელებულია, რომელიც საჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან განიკურნა.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებული ერთი პირი გადის მკურნალობის კურსს, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 272-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 68  და სამი გარდცვლილი. 

კარანტინის რეჟიმში - 4890, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439 ადამიანი იმყოფება.






ხშირად დასმული კითხვები:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 272
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 68
  • მათ შორის გარდაცვლილი - 3
  • კარანტინის რეჟიმში - 4890
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
Print
თეგები: #საჩხერე