ახალი ამბები
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
ბოლო ორი პაციენტი ინფექციურში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან და ქობულეთიდან დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. 

ინფექციურ საავდმყოფოში განმარტავენ, რომ შედარებით რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა ასაკოვან პაციენტებს აქვთ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით 272 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 3. 

COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ახალგაზრდა მამაკაცი სამკვირიანი მკურნალობის შედეგად 10 აპრილის გამოჯანმრთელდა და სახლში ის გუშინ, 12 აპრილს გაუშვეს.

 

Print