კორონავირუსი
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული შეცვლილი წესებით აღნიშნეს (ფოტო)
FaceBook
12 აპრილს ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. 

პანდემიამ  შეცვალა საეკლესიო რიტუალები და იმოქმედა მორწმუნეთა დასწრების რაოდენობაზეც. 

„თითქმის ერთი თვეა ღვთისმსახურება ტარდება ხალხის თანდასწრების გარეშე. ნაკურთხი წყალი ამოვიღეთ. შავ პარასკევს ამოვიღეთ ჯვარზე მთხვევის რიტუალი. დიდ ხუთშაბათს ფეხოს განბანის რიტუალი არ ჩავატარეთ. აღდგომის წირვა შემოკლდა და სულ რამოდენიმე ადამიანი ესწრებოდა“, აღნიშნავს მამა გაბრიელ ბრაგანტინ. /



„სააღდგომო ღვთისმსახურებას სულ რამოდენიმე ადამიანი ესწრებოდა. დაცული იყო დისტანცია და უსაფრთხოების სხვა წესები“, - ამბობს ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის წევრი ლევან ბეგიშვილი.




ცვლილება შევიდა ზიარების მიღების წესშიც.


„„ზიარება არის  ერთი სახით არა ღვინით, არამედ მხოლოდ პურით“- აღნიშნავენ ქუთაისის კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელი . 



12 აპრილს აღდგომის დღესასწაული იზეიმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ და რამოენიმე პროტესტანტულმა ეკლესიამ საქართველოში.
Print