კორონავირუსი
შსს–მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 178 პირი დააჯარიმა
FaceBook

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოავლინეს.


პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 94 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი 60 პირი. ასევე, ბოლო 24 საათში 19 პირია დაჯარიმებული მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის გამო, ხოლო 5 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

Print