ახალი ამბები
COVID-19-ის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 18 პაციენტია მოთავსებული
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ამდროისთვის 18 პაციენტი მკურნალობს.

COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ახალგაზრდა მამაკაცი სამკვირიანი მკურნალობის შედეგად 10 აპრილის გამოჯანმრთელდა და სახლში ის გუშინ, 12 აპრილს გაუშვეს.

ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ შედარებით რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა ასაკოვან პაციენტებს აქვთ.

ბოლო პაციენტი ქუთაისის ინფექციურში ბათუმიდან შეიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 63 გამოჯამრთელდა, სამი - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4 925 პირი იმყოფრბა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 401.
Print