ახალი ამბები
საჩხერის სამედიცინო ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პირმა დატოვა
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრი კორონავირუსისგან ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს დილით დატოვა
– ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.


მისი თქმით, სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, ის ამავე კლინიკის ინფექციონისტი და საჩხერის მერის ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლეა.


''მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დატოვებს კლინიკას''-, განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ლუგარის ლაბორატორიიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრმა, ორი საეჭვო პაციენტის ტესტზე პასუხი მიიღო, ორივე მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.


საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჯამში 6 დადასტურებული შემთხვევიდან, ხუთი გამოჯანმრთელდა, კლინიკაში კი ერთი პაციენტი რჩება და გადის მკურნალობის კურსს.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კი ერთი გამოჯამრთელებული პაციენტია.

ქუთაისის ლაბორატორიაში სულ კორონავირუსის დადასტურებული 22 შემთხვევაა.

ამ დროსითვის საქართველოში კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვეაა, აქედან 63 გამოჯამრთელდა, სამი კი გარდაიცვალა,კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 401.
Print