ახალი ამბები
ბზის შეძენის ტრადიცია და ხალხმრავლობა ეკლესიაში – ბზობა ქუთაისში
FaceBook
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში დილიდან ხალხმრავლობაა.
წირვას ათეულობით მორწმუნე ესწრება. ხარების ეკლესიის გვერდითა შენობაში კი,  ბზა  იყიდება.

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სოციალური დისტანციის დაცვა ხალხმრავლობის გამო დახურულ სივრცეში ვერ ხერხდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხდდა, რომლის მიხედვით საჯარო სივრცეში სამზე მეტი ადანიანის შეკრება იკრძალება. წესების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, თუმცა მართლმადიდებლურ ეკლესიებში წესების დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანები მას ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან.

Print