კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტია მოთავსებული.
აქედან COVID-19-ის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი დღეს ქუთაისის ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს. ხუთი გუშინ, 10 აპრილს ვანისა და ქობულეთის კლასტერიდან.

პაციენტებს ვირუსი ქუთაისის ლაბორატორიაში დაუდასტურდათ. 

17 ინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 3.
Print