კორონავირუსი
„ეს შემთხვევა კავშირში არ არის ჩემთან“ – მოძღვარი ჭიათურაში დაჯარიმებულებზე
FaceBook

კაცხის ეკლესიის წინამძღოლი, მოძღვარი ამირან მოდებაძე ჭიათურაში,  კომენდანტის საათის დროს მისი ოჯახის წევრების დაჯარიმების ფაქტთან მის დაკავშირებას აპროტესტებს.


მოძღვარი ამბობს, რომ მისი ოჯახი მისგან დისტანცირებულად, ქალაქში ცხოვრობს, შესაბამისად, მომხდარ ფაქტზე მას განმარტებების გაკეთება არ უნდა უწევდეს. კონკრეტულად რა მოხდა ჭიათურაში სამი დღის წინ, ამაზე ამირან მოდებაძეს საუბარი არ სურს.


"32 წელია ამ მონასტერში ვარ­, ჩემი ოჯახი ჭიათურაში ცხოვრობს  ცალკე. რა კავშირშია ეს ჩემთან? მოხდა იქ რაღაც, ესენიც გაბრაზებულები იყვნენ, მაგრამ მე რატომ დამიკავშირეს ეს ფაქტი ვერ ვხვდები“, – ამბობს ქუთაისიპოტთან საუბარში მოძღვარი ამირან მიდებაძე. მას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს.


ჭიათურაში, 8 აპრილს, კაცხის ეკლესიის წინამძღოლის ოჯახის რამდენიმე წევრი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ყველაფერი ოჯახის ერთ–ერთი წევრის, ირაკლი კაპანაძის მიერ მეზობელთან გადასვლით დაიწყო, რომელმაც კომენდანტის საათის დაწყებიდან სამ წუთში მეზობელს სიგარეტი სთხოვა.


ამ დროს იგი პოლიციელებმა დააჯარიმეს, რასაც პოლიციასა და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის შედეგად, კონფლიქტში ჩართულ  პირებს სხეულზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდარზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.

Print