ახალი ამბები
ქუთაისში, სააღდგომოდ სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტი არ იმოძრავებს
FaceBook
პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ქუთაისის მერია სასაფლაოების მიმართულებით ტრანსპორტს არ გამოყოფს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წინა წლებში მერია ორი დღის განმვლობაში მოსახლეობას ტრანსპორტით უფასო მომსახურბას სთავაზობდა.

30 მარტიდან მას შემდეგ, რაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა არც საქალაქთაშორის ტრანსპორტი და არც შიდა საქალაქო ტრანსპორტი მუშაობს.

წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 19 აპრილს აღინიშნება.


საქართველოს მთავრობამ  "კოვიდ 19" –ის  გავრცელების რისკის შემცირების მიზნით 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ 30 მარტს, საყოველთაო კარანტინი. რაც გარეკვეულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს ითვალისწინებს ნახეთ აქ.



ამავე თემაზე:

რა გვეკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს (ინფოგრაფიკა)

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს

რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა

Print